"ველოდები ყველაფერს და ველოდები არაფერს" - სოფო ლილუაშვილი ნიკა გვარამიას განაჩენზე

02.11.22 11:07
 "ველოდები ყველაფერს და  ველოდები არაფერს"  - სოფო ლილუაშვილი ნიკა გვარამიას განაჩენზე

ნიკა გვარამიას ოჯახს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვს. "მთავარი არხის" დამფუძნებლის მეუღლის, სოფო ლილუაშვილის თქმით,  თუკი მოსამართლეთა კოლეგია სობიექტურ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, ეს იქნება გზა, რომელიც ქვეყანას დასავლეთისკენ წაიყვანს.

განაჩენის მიუხედავად, ნიკა გვარამიას მეუღლე ბოლომდე ბრძოლას აანონსებს. 

მოლოდინი კონკრეტული არაფრის არ მაქვს. ველოდები ყველაფერს და ასევე, ველოდები არაფერს და მაინტერესებს, ისტორიის რომელ მხარეს დადგებიან მოსამართლეები. თუ ისინი, როგორც ნიკამ ურჩია, თავის სინდისს მოუსმენენ, მგონია, რომ ნიკა უნდა გაათვასუფლონ. ნიკამ აღნიშნა, რომ ის თავისუფლებას კი არ ეძებს, ეძებს სამართალს და ეს სამართალი ყველას ერთად წაგვიყვანს დასავლეთისკენ და ეს ძალიან გამიხარდება მეც და არა მხოლოდ მე ალბათ. ამიტომ ვიტყვი, რომ მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე!, - თქვა სოფო ლილუაშვილმა. 

კრიტიკული მედია  ვერდიქტის მოლოდინშია. მოვლენების ეპიცენტრი დღეს სააპელაციო სასამართლოა, სადაც ნიკა გვარამიას განაჩენი უნდა გამოცხადდეს. დასრულდება თუ არა ნიკა გვარამიას 5 თვიანი უკანონო პატიმრობა წუთი-წუთზე გაირკვევა. სხდომა ზუსტად 11:00 საათზეა ჩანიშნული.  

მსგავსი სიახლეები