სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივი ქოცია - პაატა იაკობაშვილს პრეზიდენტის შეწყალების იმედი არ აქვს
"მთავარი არხის" ჟურნალისტი, პაატა იაკობაშვილი, ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, სასამართლოთა კოლეგიის განაჩენი არა მარტო ქვეყნის ევროინტეგრაციას აზიანებს, არამედ მავნეა საზოგადოების ჩამოყალიბებისთვისაც.
ამასთან, ჟურნალისტი პირდაპირ ამბობს, რომ პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების იმედი არ აქვს, რადგან სალომე ზურაბიშვილიც "ჩვეულებრივი ქოცია".
უფრო მეტად გვქონდა ასეთი გადაწყვეტილების მოლოდინი, თუმცა, რა თქმა უნდა, იმედიც გვქონდა, რომ კანონის უზენაესობისკენ ხელისუფლება რაიმე ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამდა, მაგრამ, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული, სადაც თავისუფალი ადამიანები იძულებულები ვართ, ვიბრძოლოთ სამართლიანობისთვის ამ ქვეყანაში. ნიკა, სამწუხაროდ, ისევ გისოსებს მიღმა რჩება, მაგრამ ჩვენ, მისი მეგობრები, მისი თანამოაზრეები, თანაგუნდელები ამ ბრძოლას კვლავ გავაგრძელებთ. კიდევ ერთი რამ არის სამწუხარო, ეს ქვეყნისთვის არის მთლიანად ცუდი. ამ ყბადაღებულ ევროპერპსპექტივას რომ თავი დავანებოთ, საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის არის ძალიან ცუდი და შეწყალებას რაც შეეხება, კი, იმედი გვაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს, მაგრამ მე პირადად არ მაქვს ამის იმედი, იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ჩეულებრივი ქოცი, როგორც ბევრი სხვა ამ ქვეყანაში და ყოველთვის პარტიის არა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოქმედებს, - თქვა იაკობაშვილმა.
მოსამართლეთა კოლეგიამ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა, რაც სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.