ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე - ნიკა გვარამიას ცოლის პირველი კომენტარი
სააპელაციო საამართლოს პოლიტიკური ვერდიქტის შემდეგ ნიკა გვარამიას მეუღლე "პირველებთან" პირველ კომენტარს აკეთებს და ბოლომდე ბრძოლას აანონსებს.
სოფო ლილუაშვილის თქმით, მოსამართლეთა კოლეგიას სათანადო პასუხს საერთაშორიოს საზოგადება გასცემს.
ჩემი აზრით, განაჩენი ცვლის იმას, რომ ამ მოსამართლეებს, კონკრეტულად ამ სამ მოსამართლეს, ექნებათ სათანადო პასუხი საერთაშორისო საზოგადოებიდან. მე ვიტყოდი ერთ რამეს მხოლოდ, რომ ეს იყო ე.წ. მოსამართლეები ე.წ. სასამართლო პროცესზე. ბრძოლა გრძელდება იმ სიმართლისთვის, რომელი სიმართლის და სამართლისთვის იბრძვის ნიკა და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, მათ შორის, მათი შვილებისთვისაც და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვისაც. უბრალოდ, ეს ადამიანები შევლენ ისტორიის არასწორ მხარეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ახლა განსაკუთრებით, ძალიან დიდ მხარდაჭერას ველი საერთაშორისო საზოგადოებისგან და მხოლოდ წინ, საბოლოოდ გამარჯვებამდე!, - თქვა ლილუაშვილმა.
მოსამართლეთა კოლეგიამ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა, რაც სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.