ელექტროსისტემა "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების თავშესაფარია - კორუფციის მკვლევარი

26.04.21 16:02
ელექტროსისტემა "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების თავშესაფარია - კორუფციის მკვლევარი

კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე სახელმწიფო ენერგოსისტემაში არსებულ შესაძლო კორუფციაზე საუბრობს. დონაძის თქმით, კომპანიაში პროკურატურის შესვლა, სწორედ ამას ადასტურებს.  მვკლევარის განმარტებით სახელმწიფო ენერსგოსისტემა „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების თავშესაფრად იქცა, რომლებიც ხელფასს არაფრის კეთებაში იღებენ. 

პროკურატურის შესვლით დადასტურდა ის, რომ კომპანიაში ფაქტობივად, მიმდინარეობს ფულის ფლანგვა. აღნიშნულს ადასტურებს ის, რომ 2018-19 წლებში ასეთი ძლიერი კომპანია, რომელმაც ბიუჯეტში აქეთ ფული უნდა შეიტანოს, მხოლოდ 30 მილიონიანი მოგებით ასრულებს. კომპანიაში დასაქმებულები არიან „ქართული ოცნების“ ყოფილი თანამდებობის პირები, როგორიც არის შს მინისტრი, მისი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი და ამ ადამიანებს არაფრის კეთებაში უხდის ელექტროსისტემა ფულს. ელექტროსისტემა, ფაქტობრივად, არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების თავშესაფარი. ამათი ხელფასებიდან გამომდინარე, აღნიშნული კომპანია ვერ გადის მოგებაზე და იფლანგება თანხები, - ამბობს კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში პროკურატურა შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ პირველს საგამოძიებო უწყება უდასტურებს. უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო ელექტროსისტემაში ბევრი დარღვევა ფიქსირდება. კერძოდ,  კომპანიამ, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალბრუნვადია,  2018-19 წლებში მხოლოდ 30 მილიონის მოგება ნახა.

მსგავსი სიახლეები