წულუკიანის რეპრესიები გრძელდება - მინისტრის სადამსჯელო ოპერაციამ ამჯერად სამსახურის გარეშე 20 ადამიანი დატოვა

02.11.22 12:26
წულუკიანის რეპრესიები გრძელდება -  მინისტრის სადამსჯელო ოპერაციამ ამჯერად სამსახურის გარეშე 20 ადამიანი დატოვა

თეა წულუკიანის რეპრესიები გრძელდება. კულტურის მინისტრის სადამსჯელო ოპერაციამ  ამჯერად სამსახურის გარეშე 20 ადამიანი დატოვა. წმენდა წულუკიანმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში დაიწყო და სამსახურიდან რესტავრატორები, არექოლოგები, ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები გაუშვა.

აწ უკვე ყოფილი თანამშრომელბის თქმით, ეს ყველაფერი კულტურის მინისტრმა და სააგენტოს ახალმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა მოაწყო. 

ისინი ასევე საუბრობენ, რომ სააგენტოში მინიმუმალურ ხელფასზე მუშაობდენ, იმისთვის, რომ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა დაეცვათ.

500 ლარზე, ჩვენ, კულტურის ხალხი იმიტომ ვმუშაობთ, რომ ჩვენ ერთ საქმეს ვემსახურებოდით. თორე ვიღაცა უფროსი არ მოგვწონდა, ის არ მოგვწონდა, ეს არ მოგვწონდა, ყოველთვის გუნდი მაინც ერთიანი იყო. საერთოდ აღარავინ არ დატოვეს. სპეციალისტი აღარ არის. ყველა გათავისუფლებულია. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიები“. - ამბობს მაია ჩოლოყაშვილი. 

სამსახურიდან კიდევ ერთი გათავისუფლებული თანამშრომელის, მეცნიერებათ დოქტორის, დავით ლომიტაშვილის თქმით, ეს ყველაფერი პირად შურისძიებას უკავშირდება. მისი თქმით, მტკიცებულებების შეგროვება უკვე დაიწყეს და სამართლებრივ დავას აუცილებლად დაიწყებენ.

რაც შეეხება თავად უწყებას, მათ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელეს და ამტკიცებენ, რომ თანამშრომლების გაშვება არაპროფესიონალიზმის გამო მოხდა.


 

მსგავსი სიახლეები