გორში ბავშვსა და ქალს მანქანა დაეჯახა

02.11.22 13:22
გორში ბავშვსა და ქალს მანქანა დაეჯახა

გორში, კომბინატის დასახლებაში, ქალს და ბავშვს მანქანა დაეჯახა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს და მათ ამ წუთებში პირველადი გამოკვლევები უტარდებათ.

თვითმხილველის თქმით, ორივე დაშავებული გონზე იყო, როდესაც სასაწრაფომ წაიყვანა.

“მძღოლი არ მიმალულა, სასწრაფოს და პოლიციის მოსვლას დაელოდა. გონზე იყო ორივე დაშავებული, სასწრაფომ რომ წაიყვანა” - ამბობს თვითმხილველი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
 

მსგავსი სიახლეები