მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა ისევ გადაიდო

02.11.22 13:28
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა ისევ გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. მესამე პრეზიდენტის საქმის განხილვა დღეს სასამართლომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო.

უფლებადამცველებმა დღეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს ორი ცნობა წარუდგინეს - ერთი, „ემპათიის“ დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის, მიერ გაცემული ფსიქიატრიული ექსპერტიზის ცნობა და მეორე ცნობა „ვივამედიდან“, სადაც ნათქვამი იყო, რომ სააკაშვილს მაღალი სიცხე აქვს და შესაძლოა, კოვიდინფიცირებული იყოს.

მარიამ ჯიშკარიანმა გასცა ცნობა, რომ სანამ ექსპერტიზა არ დასრულდება, მანამ სააკაშვილის რაიმე სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიზანშეწონილი არ არის. “ - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

სასამართლომ მომდევნო სხდომა 14 ნოემბერს ჩანიშნა.

სასამართლოს დღეს საზღვრის კვეთის საქმეზე  პრეზიდენტის ჩვენება უნდა მოესმინა.
 

მსგავსი სიახლეები