ზუგდიდში ქალმა მამა სცემა

26.04.21 16:08
ზუგდიდში ქალმა მამა სცემა

ზუგდიდში შვილმა მამა სცემა.  ინციდენტი წუხელ გვიან ღამით მოხდა. ქალი, რომელიც მამას ფიზიკურად გაუსწორდა, ზუგდიდის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა  ცხელ კვალზე დააკავეს და ის ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება  126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები