3-12 მაისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს

26.04.21 16:11
3-12 მაისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს

3-12 მაისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს -  გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს. საბჭოს განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მობილობის შეზღუდვას ისახავს მიზნად. 

4-11 მაისი გამოცხადებულია უქმე დღეები, რაც მობილობის შეზღუდვას ისახავს მიზნად. აქედან გამომდინარე,  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით შეიზღუდება ტრასპორტის მოძრაობა - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. 

საბჭოს გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა არ შეიზღუდება.