დაპირისპირება მასწავლებლებს შორის- გორის სკოლაში პატრულის გამოძახება გახდა საჭირო

02.11.22 18:16
დაპირისპირება მასწავლებლებს შორის- გორის სკოლაში პატრულის გამოძახება გახდა საჭირო

დაპირისპირება მასწავლებლებს შორის გორის მესამე საჯარო სკოლაში - "ტვ პირველის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მასწავლებელი დაუპირისპირდა.

შემთვევის შემდეგ ერთ- ერთ პედაგოგს, თეა კეჩხუაშვილს სკოლა დაატოვებინეს, რასაც კიდევ ერთი დაპირისპირება მოჰყვა. ირკვევა, რომ საქმის გასარკვევად სკოლაში მისულ  თეა კეჩხუაშვილსა და სკოლის დორექტორ ვახტანგ სუხიტაშვილის შორის ინცინდენტი  მოხდა. 

სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. 

თეა კეჩხუაშვილი ამბობს, რომ მისი გათავისუფლება უსამართლოდ მოხდა. ის იმ დროს დაადანაშაულეს ძალადობაში, როცა ძალადობის მსხვერპლი კოლეგისგან თავად გახდა. 

შეკრიბა, ცალკე ოთახში გაიყვანა კომისიის წევრები, სასწრაფოდ დააწერინა აქტი და ისე, რომ არავინ გააფრთხილა, ატვირთა გათავისუფლება.

ფიზიკური შეურაცხყოფა არის დასჯადი, ხომ? იყო პატრული და წავიდა. თუ იყო ფიზიკური შეურაცხყოფა, რატომ ვარ მე თავისუფალი? რატომ არ ვარ საგამოძიებოში?

დირექტორი კიდევ ერთხელ იტყუება. - ამბობს გათავისუფლებული პედაგოგი, თეა კეჩხუაშვილი.

გორის მესამე საჯარო სკოლის დირექტორის განმარტებით, თეა კეჩხუაშვილი მას შეუვარდა კაბინეტში, დაამტვრია ინვენტარი, სხვადასხვა ნივთებს ხელი ურტყა, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ დროს კი ოთახში ბუღალტერი იმყოფებოდა. 

ფიზიკური აღზრდის პედაგოგი, თეა კეჩხუაშვილი, აპირებს, სკოლის დირექტორის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს. 

მსგავსი სიახლეები