აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის, სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, მედიაომბუდსმენ ნათია კაპანაძის, სარჩელი, რომელიც ბორდის მხრიდან მისთვის უნდობლობის გამოცხადების გადაწყვეტილებისა და დავის მიმდინარეობისას კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.
TV 25-ის ინფორმაციით, 2016 წელს, ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის საკითხი ბორდის მაშინდელმა წევრებმა, ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა, დაყენეს.
არასამტავრობო სექტორი დღეს სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებულ ორ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც ,,მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, პატიმრობაში დატოვეს, ხოლო ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილეს.
მედიას დღეს ბოლომდე გადაუარა ზედ ,,ოცნებამ" სასამართლოს მეშვეობით.
დილით გვარამიას საქმეზე და ერთი საათის წინ კი ნათია კაპანაძის საქმეზე გამოცხადდა უსამართლო გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
არა უშავს, მაინც ვიბრძოლებთ Natia Kapanadze ❤️- წერს სოციალურ ქსელში ,,საიას" ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.