მაია ნიკოლეიშვილის კომპანიას თბილისის ყველაზე მასშტაბური პროექტის ექსპერტიზა დაევალა

02.11.22 20:20
 მაია ნიკოლეიშვილის კომპანიას თბილისის ყველაზე მასშტაბური პროექტის ექსპერტიზა დაევალა

ცხედრების კვლევებიდან საგზაო ინფრასტრუქტურის ექსპერტობამდე - დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ პროექტს, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციას, მაია ნიკოლეიშვილის კომპანია ,,რეალ ექსპერტი" შეამოწმებს. რა ნიშნით შეარჩია თბილისის მერიამ ,,ქართული ოცნების" მომხრე ნიკოლეიშვილის კომპანია, რთული გამოსაცნობი არ არის. 

ამ რეაბილიტაციას ექსპერტიზას უტარებს ,,რეალ ექსპერტი", რომელიც არის ,,ოცნებასთან" დაახლოებული მათი მეხოტბის, მაია ნიკოლეიშვილის კომპანია. 

ამ კომპანიას გარკვეული პრობლემები აქვს, მას 3 ოფისი აქვს, ერთ-ერთს, ბათუმის ოფისს, სეცერებული აქვს ექსპერტიზის უფლება. - ამბობს კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე. 

კომპანია, რომლის ერთ ერთი მფლობელი და დირექტორი სახელისუფლები მედიის ერთ-ერთი მთავარი სპიკერია, საქართველოს ბიუჯეტიდან მილიონებს იღებს. შესყიდვების პორტალის ინფორმაციით, ,,რეალ ექსერტს" უკვე ორ მილიონზე მეტი აქვს ჩარიცხული.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტის კომპანიას თბილისში რუსთავში, ლაჩხუთსა და ოზურგეთში ინფრასტრუქტურული სამუშაობის ექსპერტიზას უკვეთავენ. ოპოზიცია ამბობს, რომ  ერთადერთ მიზნით ხდება,  ნიკოლეიშვილს მადლობა უთხრეს იმ პროპაგანდაში მონაწილეობისთვის, რომელიც ხელისუფლებას აწყობს. 

მაია ნიკოლეიშვილი იყო ერთ-ერთი, რომელიც ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ აქტიურად ალაპარაკდა, რომ ექს პრემიერი ზურაბ ჟვანია ,,ნაციონალური მოძრაობის"  მიერაა მოკლული, თუმცა ეს ყველაფერი პროკურატურამაც კი ვერ დაადასტურა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები