ზუგდიდში მაღაზიიდან ნისიების რვეული მოიპარეს
ზუგდიდში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან ნისიების რვეული მოიპარეს. წაღებულია ერთი ცალი "საოჯახო ნაყინი". ეს აღნიშნული მაღაზიის გაქურდვის პირველი შემთხვევა არ არის.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
სამართალდამცავები იყვნენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილშიც. tvpirveli.ge -ს ინფორმაციით, კლინიკა „გულის“ მიმდებარედ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. პოლიციამ კამერები უკვე ამოიღო.