არავის ციხეში ყოფნა არ მინდა, მამალაძე რომ გამოუშვან კარგი იქნება - მეუფე იაკობი
ციანიდის საუკუნის საქმის მთავრი ფიგურანტი მეუფე იაკობი „პირველებთან“ ამბობს, რომ, თუ გიორგი მამალაძეს გაათავისუფლებენ ეს კარგი იქნება, რადგან მას ციხეში არავის ყოფნა არ უნდა.
„იმასაც გეტყვით, არავის ციხეში ყოფნა არ მინდა და გიორგი მამალაძე რომ გამოუშვან კარგი იქნება“. - თქვა მეუფემ.
ბოდბელი მიტროპოლიტი სტრასბურგის გადაწყვეტილებას ნაწილობრივ არ ეთანხმება.
მეუფე იაკობი ამბობს, რომ გიორგი მამალაძე არა ორ მუხლში, არამედ ერთ მუხლში გაამართლა სტრასბურგმა.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა.
სტრასბურგმა სამწლიანი განხილვის შედეგად დაადგინა, რომ პატიმარი მღვდლის საქმის სასამართლო განხილვების დროს დარღვეული იყო ევროკონვენციის ორი მუხლი - მე-6 მუხლის პირველი ნაწილი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-6 მუხლის მეორე (უდანაშაულობის პრეზუმფცია) ნაწილი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ მომდევნო სამ თვეში დეკანოზ მამალაძეს 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს. (ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად).
დეკანოზი თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 10 დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავებოდნენ.
სასამართლომ დეკანოზს მკვლელობის მომზადების მცდელობასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვაში დამნაშავედ სცნო და სასულიერო პირს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.