ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიული მნიშვნლეობისაა - მამალაძის ადვოკატი
გაიხნება თუ არა დეკანოზ მამალაძისთვის ციხი კარი.
ამ წუთებში, პატიმარ მღვდელს ციხის საკანში მისი ადვიოკატი ხვდება.
დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიული მნიშვნლეობისაა და სტრასბურგმა დაადგინა, რომ დეკანოზს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაართვეს.
„3 დან ორი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მეექვსე მუხლის, ანუ სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა.
3 ძირითადი მოთხოვა იყო სასამართლოს წინაშე დაყენებული.
ერთი, ეს უკავშირდებოდა მტკიცებულებების მოპოვებას და გამოყენებას.
მეორე საკითხი იყო დაკავშირებული საქმის განხილვასთან დახურულ რეჟმში მთელი პროცედურის განმავლობაში.
და მესამე უკავშირდებოდა უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევას.
პირველ ნაწილში სასამართლომ თქვა, რომ დარღვევას არ ჰქონია ადგილი. სხვა დანარჩენ ნაწილებში, სასამართლომ თქვა, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი.
სასამართლომ თქვა, რომ მტკიცებულებების მოპოვების ნაწილში, ის ვერ უყურებს კონვენციის დარღვევას. რაც შეეხება პროცედურას, იმ ნაწილში, რომელიც უკავშირდება განხილვას და სხდომის საჯაროობას და გამოძიებას სხდომის, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმციასთან მიმართებაში, აქ თქვა, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი. დარღვევა იყო“. - თქვა დავით ჯანდიერმა.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა.
სტრასბურგმა სამწლიანი განხილვის შედეგად დაადგინა, რომ პატიმარი მღვდლის საქმის სასამართლო განხილვების დროს დარღვეული იყო ევროკონვენციის ორი მუხლი - მე-6 მუხლის პირველი ნაწილი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-6 მუხლის მეორე (უდანაშაულობის პრეზუმფცია) ნაწილი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ მომდევნო სამ თვეში დეკანოზ მამალაძეს 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს. (ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად).
დეკანოზი თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 10 დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავებოდნენ.
სასამართლომ დეკანოზს მკვლელობის მომზადების მცდელობასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვაში დამნაშავედ სცნო და სასულიერო პირს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.