მიმართავს თუ არა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მამალაძე - დეკანოზს ადვოკატი ხვდება

03.11.22 17:18
მიმართავს თუ არა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მამალაძე - დეკანოზს ადვოკატი ხვდება

გაიხნება თუ არა დეკანოზ მამალაძისთვის ციხი კარი. 

ამ წუთებში, პატიმარ მღვდელს ციხის საავადმყოფოში  მისი ადვოკატი ხვდება. 

სტრასბურგის გადაწყვეტილება ამობეჭდილი შეუტანა დავით ჯანდიერმა, რადგან დაკავებული სასულიერო

პირი 5 წლის განმავლობაში ელოდებოდა ამ დღეს.

რომელ სამართლებრივ გზას აირჩევს გიორგი მამალაძის უფლებადამცველი და მიმართავენ თუ არა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, ამის შესახებ მას შემდეგ გაირკვევა, როცა დავით ჯანდიერი გლდანის მე-18 დაწესებულების საავადმყოფოს დატოვებს.

მამალაძესთან შესვლამდე დავით ჯანდიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა,  რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიული მნიშვნლეობისაა და სტრასბურგმა დაადგინა, რომ დეკანოზს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაართვეს.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა.

სტრასბურგმა სამწლიანი განხილვის შედეგად დაადგინა, რომ პატიმარი მღვდლის საქმის სასამართლო განხილვების დროს დარღვეული იყო ევროკონვენციის ორი მუხლი - მე-6 მუხლის პირველი ნაწილი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-6 მუხლის მეორე (უდანაშაულობის პრეზუმფცია) ნაწილი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ მომდევნო სამ თვეში დეკანოზ მამალაძეს 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს. (ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად).

დეკანოზი თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 10 დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავებოდნენ.

სასამართლომ დეკანოზს მკვლელობის მომზადების მცდელობასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვაში დამნაშავედ სცნო და სასულიერო პირს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

მსგავსი სიახლეები