სააკაშვილი კლინიკაში არა ხელისუფლების, არამედ პატრიარქის კურთხევით გადაიყვანეს - გავლენიანი მღვდელმსახურის მინიშნება

03.11.22 17:42
სააკაშვილი კლინიკაში არა ხელისუფლების, არამედ პატრიარქის კურთხევით გადაიყვანეს - გავლენიანი მღვდელმსახურის მინიშნება

მეუფე იაკობმა ფაქტობრივად მინაიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა არა ხელისუფლების კეთილი ნება, არამედ საპატრიარქოს დამსახურება იყო.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია, საპატრიარქოში დახმარების სათხოვნელად იყო მისული.

რატომ ჩამოდიოდა, საზღვარგარეთ წასასვლელი ხო არარ იქნებოდა არა? ხო ასეა? მე გითხარით, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა, ჩემი მტერიც რომ იყოს, მე იმათი პატიმრობა არ მინდა. შეიძლებვა ჩვენ არ დავდივართ ციხეებში, მაგრამ ვინც ციხეებში დადიოდა, იმათზე მეტად დავეხმარეთ. შეიძლება თვითონაც არ იცოდეს". - ამბობს მეუფე.

"ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა დახმარებაში, მეუფე იაკობმა თქვა, რომ ციხიდან საავადმყოფოში ეტაპირებას. 

 ჩვენთან იყო დედამისი მოსული და მაგის მერე ძალიან მალე გადაიყვანეს სააკაშვილი კლინიკაში“. - თქვა მეუფე იაკობმა.
 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები