თუ გოგაშვილი არ ვაჭრობს, მაშინ ხელისუფლების მხილება ციანიდის საქმით დაიწყოს - მეუფე პეტრე

03.11.22 17:57
თუ გოგაშვილი არ ვაჭრობს, მაშინ ხელისუფლების მხილება ციანიდის საქმით დაიწყოს - მეუფე პეტრე

"დეკანოზ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ საქმის ერთ-ერთი მოთავე და შემსრულებელი დღეს უკვე უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილია:" - ამის შესახებ განყენებული მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა "ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

პეტრე ცაავა მოუწოდებს სოსო გოგაშვილს, თუ მას ნამდვილად სურს ,,ქართული ოცნების" ხელისუფლების მხილება, მაშინ ეს პროცესი სწორედ დეკანოზ მამალაძის საქმით დაიწყოს და თქვას, ვინ და რა მიზნით დაუკვეთა გიორგი მამალაძის დაკავება.

ამ საქმის სულისჩამდგმელი მაშინ ხელისუფლების მხრიდან იყო სუსის დირექტორის მოადგილე, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ამხანაგი  სოსო გოგაშვილი. 

 თუ ის მართლა მოეგო გონს, არ ვაჭრობს და სპეკულაცია არ არის მისი ვითომ ხელისუფლების მხილება, მაშინ მან უნდა დაიწყოს ციანიდის საქმით და აღიაროს, თუ როგორ მონაწილეობდა საპატრიარქოსთან ერთად, რა დავალება მიიღო საპატრიარქოსგან, რატომ მიიღო ეს დავალება, რომ ციანიდის საქმე შეკერილიყო. 

ამას ველოდები, თუ ეს ადამიანი ღვთის პირისაგან არ არის დაკარგული. - განაცხადა მეუფე პეტრემ. 

სტრასბურგის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების სარჩელი და დაადგინა, რომ  სასამართლო განხილვების დროს დარღვეული იყო ევროკონვენციის ორი მუხლი - მე-6 მუხლის პირველი ნაწილი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-6 მუხლის მეორე (უდანაშაულობის პრეზუმფცია) ნაწილი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები