სახელმწიფომ უნდა გადახედოს ბაღების მართვას - ანა არგანაშვილი

26.04.21 17:15
სახელმწიფომ უნდა გადახედოს ბაღების მართვას - ანა არგანაშვილი

PHR-ის იურისტი, ბავშვთა უფლებადამცველი  ანა არგანაშვილი დღეს ბაღში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. არგანაშვილი აღნიშნავს, რომ ძალადობის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ბაგა-ბაღებში ბავშვების გადატვირთული რაოდენობაა და ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. არგანაშვილი ასევე მიუთითებს ბაღში მომუშავე აღმზრდელების არაკომპეტენტურობასა და დაბალ კვალიფიკაციაზე. 

პოზიტიური მართვის სტრატეგიების დამყარება აღმზრდელებს  არ შეუძლიათ, იმიტომ რომ გადატვირთულია, 40 ბავშვი ჰყავთ, საკმარისი რესურსი არ არის. ასეთ პირობებში მოლოდინი არის ძალიან დიდი, რომ ძალადობა განმეორდება. ძალადობა ხდება საკმაოდ ხშირად. პატარები არიან და ვერ ახერხებენ საკუთარი თავის დაცვა.

სახელმწიფომ უნდა გადახედოს ბაღების მართვას, როცა არასაკმარისი დაფინანსებაა. ასეთ სიტუაციაში ძალადობისგან ვერასდროს ვერ დავიცავთ ბავშვებს. ამ პირობებში აღმზრდელები ვერ იმუშავებენ.არ ხდება აღმზრდელების გადამზადება, ბევრმა არ იცის, რომ სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის, ვინც იცის ამას არ აკეთებს, მათ არც ინფორმაცია აქვთ, არც ცოდნა არ აქვთ, არც რესურსები არ აქვთ," - ამბობს არგანაშვილი. 

შეგახსნებთ, რომ თბილისის 128-ე ბაღში აღმზრდელმა ბავშვზე ფიზიკურად იძალადა. აღმზრდელი  სამსახურიდან გაათავისუფლეს და საქმეზე დაწყებულია ძიება.