სააკაშვილს აქვს მაღალო ტემპერატურა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მიზეზიც ვერ დგინდება - ჯიშკარიანი
ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, აქვს მაღალი ტემპერატურა.
ჯიშკარიანის განმარტებით, სიცხის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის. რაც შეეხება კორონავირუსზე ჩატარებულ ტესტს, ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის თქმით, ტესტი უარყოფითია და მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ აქვს.
„სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე, აქვს მაღალო ტემპერატურა რისი მიზეზიც ვერ დგინდება. ჩემი ვარაუდით ეს არის შიდა ინფექციური პროცესი. ექსპერტიზის დასკვნის დადება მიდის ბოლოსკენ, ჩვენი მიზანია რომ ის იქნეს გადაყვანილი უცხოეთში, რომელიმე საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარებას გაუწევენ“.- ამბობს ჯიშკარიანი.
ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის განცხადებით, სიცხის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის. რაც შეეხება კორონავირუსზე ჩატარებულ ტესტს, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ტესტი უარყოფითია და მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ აქვს.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.