იმ უფლების რეალიზებისთვის, რომ ვიღაცამ პრაიდზე გაიაროს, მე არ ვიბრძლებ - იაგო ხვიჩია

04.11.22 17:28
იმ უფლების რეალიზებისთვის, რომ ვიღაცამ პრაიდზე გაიაროს, მე არ ვიბრძლებ - იაგო ხვიჩია

პარლამენტში, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ომბუდსმენობის კანდიდატს, იაგო ხვიჩიას  ომბუდსმენობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ  ჰკითხა, სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში „სექსუალურ უმცირესობებს მიეცემა თუ არა შესაძლებლობა, ე.წ. პრაიდი გამართონ“.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ იმ უფლების რეალიზებისთვის, რომ ვიღაცამ პრაიდზე გაიაროს, ის არ იბრძლებს.

არსებობს რაღაც ტიპის უფლებები, რომელთა რეალიზებისთვის მე ვიბრძოლებ და არ ვიბრძოლებ. მაგალითად, იმ უფლების რეალიზებისთვის, რომ ვიღაცამ პრაიდზე გაიაროს, მე არ ვიბრძოლებ, იქიდან გამომდინარე, რომ მე სხვა პრიორიტეტები მაქვს და მგონია, რომ თუნდაც სექსუალური უმცირესობის თემის წარმომადგენელი, რომელიც ციხეში ზის, ის უფრო საჭიროებს უფლებების დაცვას, ვიდრე ადამიანი, რომელიც ახლა არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სად ჩაატაროს პრაიდი". - თქვა იაგო ხვიჩიამ. 

პარლამენტში ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ომბუდსმენობის კანდიდატს, დეპუტატ იაგო ხვიჩიას უსმენენ.

მსგავსი სიახლეები