კოჯორში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პირებს სახლები დაუნგრიეს

04.11.22 17:58
კოჯორში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პირებს სახლები დაუნგრიეს

კოჯორში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს სახლები დაუნგრიეს. მძიმე ტექნიკა და ბულდოზერები შენობებს მაშინ გადაატარეს, როცა ხალხი შინ იყო. დემონტაჟის დროს კომპანიას არც ელექტროენერგიის, არც გაზის წყაროები გადაკეტილი არ ჰქონდა. 

შემთხვევის გამო ერთ-ერთი მოსახლე შეუძლოდ  და კლინიკაში გადაიყვანეს. მოსახლოება სასოწარკვეთილია, რადგან ერთადერთ თავშესაფარს კარგავს.  

ტერიტორია, სადაც სოციალურად დაუცველები ცხოვრებენ, ახლა კერძო მესაკუთრის, კომპანია ,,ტაბახმელა ვილიჯის"  მფლობელობაშია, რომელიც ადგილზე კომპლექსის გაშენებას გეგმავს.  მანამდე კი თბილისის მერია სიღარიბეში მცხოვრებ ხალხს სახლების დაკანონებას ჰპირდებოდა.

კოჯრის სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ ალეტრნატიული ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ აქციაც გამართა. მას შემდეგ კი მათზე ,,ქართული ოცნების" მხრიდან ზეწოლა დაიწყო. ერთადერთი შეღავათი, რაც კომპანია ,,ტაბახმელა ვილიჯის" წარმომადგენლები სოციალურად დაუცველებს სთავაზობენ, მხოლოდ რამდენიმე თვის ქირის გადახდაა, თუ ისინი სხვაგან გადავლენ.

სოციალურად დაუცველი პირების უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სახლების დემონტაჟი არაკანონიერად განხორციელდა.

კომპანიამ 2021 წელს ეს ტერიტორია რაღაც მახინაციებით იყიდა. ხალხი აქ 23 წელიწადია, რაც ცხოვრობს. ედავებიან იმაში, ჩემს საკუთრებაში შეიჭერითო. როგორ შეიჭრებოდნენ 2021 წელს, როცა აქ 1999 წლიდან ცხოვრობენ? უსამართლობასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი? სხვაგან მაინც მისცენ ამ გაჭირვებულ ხალხს ალტერნატიული ფართი.

ერთი ადამიანი ისე ცუდად გახდა, სასწრაფომ წაიყვანა. - ამბობს უფლებადამცველი.

 

მსგავსი სიახლეები