გალში ქართველი გოგო დააკავეს - რას ამბობენ აფხაზეთის ავტონომიურ მთავრობაში
აფხაზეთის ავტონომიურ მთავრობაში საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
"პირველად მესმის, არ ვიცი. გავარკვევ თუ რამე იციან ჩვენს მთავარობაში" - ამბობენ "პირველებთან"
სამოქალაქო აქტივისტები კი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გაააქტიურონ ყველა მექანიზმი, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე ოჯახს დაუბრუნდეს.
ისინი ამბობენ, რომ 27 წლის გოგოსთვის ნარკოტიკების ჩადება და ამ მიზნით ბრალის დამძმება პირველი შემთხვევა არ არის.
ის ცხოვრობდა სამტრედიაში და ხშირად გადადიოდა აფხაზეთში. მას თან ჰქოდნა საქართველოს დროშა, თუმცა ბრალი დაუმძიმეს და ჩაუდეს ნარკოტიკი. თუმცა ეს არ არის პირველი ამბავი, ჩვენ გვახსოვს ირაკლი ვეკუას ამბავი, რომელმაც ე.წ. აფხაზური დროშა დაწვა, შემდეგ კი მას ბრალის დამძიმების მიზნით ჩაუდეს იარაღი. ეს აფხაზეთში მიღებული ამბავია. ადვოკატის აყვანის უფლებას მას, რა თქმა უნდა, არ მისცემენ. მას ეყოლება იქაური ადვოკატი. ამიტომაც, შანსი იმისა, რომ იმ ადვოკატმა რამე მის სასარგებლოდ გააკეთოს, არის ძალიან მცირე". - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.
საქართველოს სახელმწიფო დროშა, საქართველოს გერბი და საქართველოს მოქალაქის პასპორტი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველ ქალს თავისუფლების ფასი დაუჯდა.
საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ ახალგაზრდა ქალი გალში დააკავა.
27 წლის გოგოსთვის პატიმრობის შეფარდება რომ უფრო რეალური ყოფილიყო, სავარაუდოდ, მას ნარკოტიკები ჩაუდეს და ბრალი დაუმძიმეს.
ამ ყველაფრის ამსახველი კადრები კი რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა.
ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.