საავადმყოფო სკოლის ნაცვლად და ბედის ანაბარა დატოვებული მოსწავლეები - თბილისში, სკოლა იკეტება

05.11.22 11:49
საავადმყოფო სკოლის ნაცვლად და ბედის ანაბარა დატოვებული მოსწავლეები - თბილისში, სკოლა იკეტება

საავადმყოფო სკოლის ნაცვლად - თბილისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა რამდენიმე თვეში იკეტება. სასწავლო დაწესებულება ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის ფილიალად უნდა გადაკეთდეს. 

მშობლების თქმით, კერძო სკოლის მეპატრონემ შენობა ისე გაყიდა, რომ ამის შესახებ მოსწავლეების მშობლები არც გააფრთხილა და ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. 

ერთადერთი ალტერნატივა, რასაც სკოლის ადმინისტრაცია მშობლებს სთავაზობს, არის კონკრეტულ სკოლაში ბავშვების გადაყვანა, თუმცა მშობელბი ამის წინააღმდეგები არიან. 

როგორც თავად ამბობენ ამ პროცესში ბავშბეი ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაზიანდება. 

ორშაბათ დღეს გამოგვიცხადეს, რომ სკოლა იხურება და სკოლის ადგილას, სავარაუდოდ, საავადმყოფო იხსნება. ბავშვები სტრესში არიან. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ სკოლა არ დაიხუროს. არ გვჭუირდება ჩვენ ალტერნატიული სკოლა“. - ამბობს მშობელი. 

სკოლის დირექტორი კი  „პირველებთან“ სრულიად საპირისპირობს ამტკიცებს და ამბობს, რომ ადმინისტრაციამ მშობლებს გონივრულ ვადაში აცნობა სკოლის დახურვის შესახებ.

ასევე დირექტორი ამბობს იმასაც, რომ ისინი არ იყვნენ ვალდებულები, მშობლებისთის ეთქვათ, რომ ახალი მეპატრონე სკოლის კინიკად გადაკეთებას გეგმავდა. 

მშობლები კი სამართლებრივ დავას აანონსებენ. მათ უკვე დაარეგისტრირეს საინიციატივო ჯგუფი და სწორედ ამ ჯგუფის მეშვეობით აპირებენ სასამართლოში საქმის წაღებას.

მსგავსი სიახლეები