ავარია ქედაში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი, დაშავებულთა შორის კი ბავშებიც არიან

05.11.22 12:05
ავარია ქედაში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი, დაშავებულთა შორის კი ბავშებიც არიან

ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

ცენტრალურ საავტომობილო გზატკეცილზე დაშავებული 5 მგზავრი კი მკურნალობას კილინიკაში აგრძელებს, მათ შორის ბავშვებიც არიან.

შემთხვევა სოფელ დოლოგანთან მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილი დაეჯახა.

ავარიის სავარაუდო მიზეზად უამინდობა და გზაზე არსებული  ხილვადობის ნაკლებობა სახელდება.

მსგავსი სიახლეები