ჯიშკარიანი პოლონელ პოლიტიკოსს მოუწოდებს, რომ ყველა ბერკეტი გამოიყენონ და საკააშვილი ქვეყნიდან გაიყვანონ

05.11.22 13:25
ჯიშკარიანი პოლონელ პოლიტიკოსს მოუწოდებს, რომ ყველა ბერკეტი გამოიყენონ და საკააშვილი ქვეყნიდან გაიყვანონ

ცენტრი ემპათია პოლონელ პოლიტიკოსს, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილის სანახავად უნდა შევიდეს, მოუწოდებს, რომ მის ხელთ  არსებული ყველა ბერკეტი აამოქმედონ, რომ საკააშვილი ქვეყნიდან დაუყოვნებლივ გაიყვანონ.

მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ სააკაშვილი დამძიმებულია. მესამე პრეზიდენტი დამატებით დიაგნოზირებას საჭიროებს, თუმცა ამის რესურსი ქვეყანას არ აქვს. 

„მოცდის დრო არ გაქვს“ - ამბობს ჯიშკარიანი, რომელმაც ექს პრეზიდენტი გუშინ მოინახულა. 

„მოვუწოდებთ იურისტებს და რეკომენდაციებს გავცემთ, რომ საუბარი იყოს გადაუდებელ გაყვანაზე. ასევე მოვუწოდებთ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარეს, რომ იხამროს ყველა ღონე, რათა გაყვანილ იქნას მიხეილ სააკაშვილი საქართელოს ფარგლებს გარეთ“. - ამბობს ამრიამ ჯიშკარიანი. 

ექსპერტები დასკვნის წერას უახლოეს დღეებში დაასრულებენ და  შემდეგ ადვოკატები სასამართლოს სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ.  

კიდევ ერთი ამერიკელი სპეციალისტი კი ქვეყანაში სამშაბათს ჩამოვა.  
 

მსგავსი სიახლეები