რაც ბათუმში მოხდა, შეიძლება, იმაზე უარესი ტრაგედია დატრიალდეს - სოციალური საცხოვრებლის ბინადარნი შველას ითხოვენ
გორის სოციალურ საცხოვრებელში მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
სოციალურად დაუცველებისთვის გამოყოფილი შენობა დანგრევის პირასაა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ჯერჯერობით არაფერს აკეთებს.
ყოფილლი ნარკოლოგიურის მრავალსართულიან კორპუსში მოშლილია საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები, გაჭირვებულ ხალხს ოთახები კუსტარულად აქვთ მოწყობილი.
80-ზე მეტ მოსახლეს ხელი არ მიუწვდება სუფთა სასმელ წყალზეც.
გაუსაძლისი ყოფის ფონზე კი არსებული გარემო სრულად მოუხერხებელია შშმ პირებისთვის, რის გამოც ისინი საკუთარ სახლებში თვეობით არიან გამოკეტილები და ეზღუდებათ გადაადგილების უფლება.
კორპუსი მუდმივ საცხოვრებლად უვარგისია და არსებობს პარაზიტოლოგიური დაავადებების გავრცელების რისკი.
სახალხო დამველის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ადამიანებს ღირსების შემლახავ პირობებში უწევთ ცხოვრება.
ანწუხელიძის პირველის ბინადარნი შველას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
„ხალიჩა მაქვს აფარებვული, წყალი გადმოდის. ფანჯარა არ იკეტება, ჰიგიენა არ არის, წყალი არ არის, აბაზანა არ არის, ტუალეტი არ არის. ღამე ვერ ვიძინებ, მეშინია, არ ჩამოინგრეს და არ ჩამიტანოს. შეიძლება რაც ბათუმში მოხდა, იმაზე უარესი ტრაგედია დატრიალდე“ - ამბობს მოსახლე.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.