ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ 29 წლის ქალს ბრალი წაუყენეს
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ქალს ბრალი წაუყენეს.
ასმათ თავაძეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა ედება ბრალად.
აფხაზური მედია საოკუპაციიო რეჟიმის პატიმარზე ახალ ცნობებს აქვეყნებს.
Sputnik Абхазия-ის ცნობით, 29 წლის ქალს აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობა აქვს. მათივე მტკიცებით, ასმათ თავაძეს საცხოვრებელ სახლში 10 გრამზე მეტი ორი შეფუთვა ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს.
ქართველი ქალი პოლიციამ გუშინ ოკუპირებულ გალში აიყვანა.
რუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს საქართველოს დროშა, გერბი და პასპორტი, რაც, სავარაუდოდ, ქალის დაკავების საბაბი გახდა.
პატიმრობა რომ უფრო რეალური ყოფილიყო, სავარაუდოდ, ასმათ თავაძეს ნარკიოტიკებიც ჩაუდეს. ინფორმაცის ფლობს სუს-იც, თუმცა არაფერი იცის აფხაზეთის მთავრობის მეთაურმა.
აქტივისტებს ეჭვი არ ეპარებათ რომ ეს მიზანმიმართული შურისძიებაა და ქალი მძევლად კონკრეტული მიზნისთვის აიყვანეს.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.