ეს არ არის პრორუსული ხელისუფლება, ეს არის პირდაპირ რუსული ხელისუფლება - აკია ბარბაქაძე

05.11.22 15:23
ეს არ არის პრორუსული ხელისუფლება, ეს არის პირდაპირ რუსული ხელისუფლება - აკია ბარბაქაძე

პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძის თქმით, ჩვენ გვყავს არა პრორუსი არამედ რუსული ხელისუფლება და ჩვენი, ყველას ძალისხმევით უნდა შეიცვალოს ეს მოცემულობა.

პოლკოვნიკი ამბობს, რომ ეს მოცემულობა შეიცვლება ძალების ძალისხმევის გაერთიანებით და არა ერთ პარტიად გაერთიანებით.

ეს არ არის პრორუსული ხელისუფლება, ეს არის პირდაპირ რუსული ხელისუფლება, რომელიც ძალისხმევას აკეთებს იმაზე, რომ საქართველო რაც შეიძლება იყოს დაზიანებული, ამ პროდასავლური ვექტორის მიმართულებით. ამ მოცემულობით, გამოსავალი არის ამ მოცემულობის შეცვლა და ეს მოცემულობა შეიცვლება საზოგადოებრივი ძალისხმევის და დასავლურად მოაზროვნე პოლიტიკური ძალების ძალისხმევის გაერთიანებით და არა ერთ პარტიად გაერთიანებით" - ამბობს პოლკოვნიკი.

წამზომი უკვე ჩართულია და დროც იწურება.  ევროპული 12 დათქმის შესასრულებლად სულ უფრო ცოტა დღე რჩება. ამიტომ, ხელისუფლების უმოქმედობით იმედგაცრუებული ხალხი, უკვე ორ საათზე მეტია დისკუსიას მართავს და მსჯელობენ, როგორ შეიძლება ბედის ბორბალი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ დატრიალდეს. 

სამი პოლიტიკური პარტია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს ხვდება.

გამოცდილი იურისტები, ბიზნესმენები, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ამ წუთებშიც, აზრებს ცვლიან, აკრიტიკებენ ხელისუფლებას და ოპოზიციასაც.

მსგავსი სიახლეები