ავტოსაგზაო შემთხვევა გორში - გადასასვლელზე ქალს ავტომობილი დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა გორში - გადასასვლელზე ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
40 წლამდე ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ქალს მსუბუქი დაზიანებები აქვს.
ბოლო 3 დღეში ეს უკვე მეორე ავტოსაგზაო შემთხვევაა გორში. წინა ავარიის დროს ავტომობილი ბავშვს და ქალს დაეჯახა.