საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა და მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა - დაკავებულია 2 პირი

05.11.22 14:07
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა და მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა - დაკავებულია 2 პირი

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში დააკავეს 1971 წელს დაბადებული ს.ქ. და 1990 წელს დაბადებული ს.ჰ. 

ს.ქ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით, ხოლო ს. ჰ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ს.ქ. თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით ს.ჰ.-ს სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. პოლიციამ ორივე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა"- ნათქვამია განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-ე და 344-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები