პოლონელმა ხელისუფალმა ორი უარი მიიღო - გოშევსკას არც სააკაშვილი არჩვენეს და გვარამიასთანაც არ შეუშვეს
საქართველოში მეორედ ჩამოსულმა პოლონეთის სეიმის ვიცე მარშალმა ერთ დღეში ორი უარი მიიღო.
მალგოჟეტა გოშევსკას არც სააკაშვილი არჩვენეს და არც ნიკა გვარამიასთან შეუშვეს.
„ქართულმა ოცნებამ“ პოლონელ ხელისუფალს ციხის და საავადმყოფოს კარი ერთდროულად ჩაუკეტა.
გოშევკსა კლინიკა "ვივამედთან" სააკაშვილის დედასთან ერთად მივიდა და ღარიბაშვილ-კობახიძის გუნდს ტელე-ეკრანებიდან უთხრა, რომ ქვეყანაში დემოკრატია თავზე ექცევათ.
"კიდევ ერთხელ მითხრეს სააკაშვილის ნახვაზე უარი და ასევე უარი მითხრეს ნიკა გვარამიასთან შეხვედრაზე. თვითონ ის ფაქტი, რომ მესამე პრეზიდენტი და ასევე ერთ-ერთი მსხვილი მედიის დირექტორი იმყოფება პატიმრობაში, არც თუ ისე კარგად მეტყველებს ქვეყანაზე.
ვწუხვარ, რომ უარი მოვიღე პატიმრების ნახვასთან დაკავშირებით, რადგან მსურდა მენახა, რა მდგომარეობა აქვთ მათ ჯანმრთელობის მხრივ.
წინა ვიზიტის დროს მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა ძალიან არასასურველი და დამამცირებელი სიტყვებით მომიხსენია და ჩემზე თქვა, რომ ყველამ ვიცით ეს ქალი ვინაა და რას წარმოადგენსო.
როგორც ჩანს, მან ვერ შეაფასა რეალურად ჩემი მდგომარეობა და სპეციალურად ამ პიროვნებისთვის ვიტყვი თუ ვინ ვარ მე.
მე გახლავართ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე, მმართველი პარტიის წარმომადგენელი, რომელიც მე-2 ვადითაა ხელისუფლებაში და ეს არის პარტია, რომელიც ახორციელებს პოლონეთის გარდაქმნას და რეფორმებს, რომელიც ეხმარება უკრაინას ქვეყნის აღმშენებლობაშია აქტიურად ჩართული.
ასევე, მრავალი წელია იმ ქვეყნის ოპოზიციას ვეხმარები, რომლის დემოკრატიაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მე ძალიან დიდი სევდით ვადევნებ თვალყურს იმას, რაც ხდებას თქვენ ქვეყანაში და იმას თუ რა მდგომარეობაშია დღეს დემოკრატია საქართველოში.
იმ საშინელებების ფონზე, რასაც უკრაინაში ჩადის რუსეთი, ძალაინ სავალალოა, თუ როგორ იქცევიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები". - განაცხადა მალგოჟეტა გოშევსკამ.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.