დიდი კორუფციული სქემა გურიაში - ჩოხატაურის აიპებში საბიუჯეტო სახსრებს არამიზნობრივად ხარჯავენ
დიდი კორუფციული სქემა გურიაში - დოკუმენტებით დასტურდება, რომ ჩოხატაურის აიპებში საბიუჯეტო სახსრებს არამიზნობრივად ხარჯავენ. გურიის ბიუროდან "ანტიკორუფციულმა მოძრაობამ" ფაქტები მოიპოვა, რომლითაც დგინდება, რომ სხვადასხვა დაწესებულებებში სისხლის სამართლის, სავარაუდო, დანაშაულები ჩაიდინეს. ამ მხრივ ყველაზე მძიმე ვითარება ბაგა-ბაღების გაერთიანებაშია. ანალოგიური მდგომარეობაა სამუზეუმო გაერთიანებაშიც.
მოპოვებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ ყარაულები და ტექნიკური თანამშრომლები ხელფასს ბიუჯეტიდან იღებენ და ბიზნესმენებადაც ჰყავთ გაფორმებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, იატაკის შეკეთების ან მოედნის მოწყობის საჭიროებისას კონტრაქტებს ისევ საკუთარ თანამშრომლებს ან მათ ქმრებს უდებენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ანტიკოურფიცული მოძრაობა" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და მერთან შეხვედრა სცადა, თუმცა ის მუნიციპალიტეტშ არ იმყოფებოდა.
რაც შეეხება ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, მან პირდაპირ თქვა, დანაშუალი ნამდვილად ჩაიდინა.
ადამიანი, რომელიც ჩვენთან მუშაობს, ეს არის ღამის დარაჯი, დღისით თვითონ არის ინდმეწარმე და ასრულებს და ასრულებს, იმიტომ, რომ ნამდვილად გამოცდილება აქვს და არასდროს ყოფილა, რომ რაიმე არ გაეკეთებინოს და ვერ შეესრულებინოს, ამიტომაც ერთხელ შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე, სხვა დროსაც მასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება. მე ვიცი, რომ ინტერესთა კონფლიქტია ამ წუთში, მაგრამ ამის შემდგომ არარ იქნება მასთან გაფორმებული ხელშეკრულება, - ამბობს ბაღების აგერთიანების ხელმძღვანელი ნინო ბარამიძე.
ბარამიძე ასევე, ირწმუნებოდა, რომ აღნიშნულმა პირმა ბაღში იატაკიც დააგო, თუმცა, რეალურად, იატაკი არ დაგებულა.
დოკუმენტებით დგინდება, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აღნიშნული დარღვევები 2018 წლიდან ფიქსირდება.
"ანტიკორუფციული მოძრაობა" საქმის გამოძიებას ითხოვს.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.