ახალდაბაში საბავშვო ბაღის მშენებლობა შავ სიაში მყოფ "ოცნების" შემომწირველ კომპანიას ჩააბარეს

06.11.22 13:22
ახალდაბაში საბავშვო ბაღის მშენებლობა შავ სიაში მყოფ "ოცნების" შემომწირველ კომპანიას ჩააბარეს

ახალდაბაში ტენდერებს შავ სიაში მყოფი კომპანიები იგებენ. საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიას საბავშვო ბაღის აშენებაც  ჩააბარეს. კომპანიას სამშენებლო სამუშაოები 3 თვის წინ უნდა დაეწყო, თუმცა ის ამ დრომდე არ დაწყებულა. ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცე მრავალბინიან შენობაში მოაწყვეს. საბავშვო ბაღში არც სათამაშოები და არც საძინებლებია. 

კოლექტივია კარგია, მაგრამ ერთი სატამაშო არ აქვთ ბავშვებს და შენობა რომ იქნება, ჩამოსასრილებელი იქნება, საქანელა და პირობები... საძინებლებიც ექნებათ ბავშვებს, - ამბობს ადგილობრივი. 

ირკვევა, რომ შპს "მაგოილი" პრივილიგებით მხოლოდ იმიტომ სარგებლობს, რომ მისი მფლობელები "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან. 

გორის მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა და მილიონამდე ლარის  ტენდერი მოაგებინა, რომელიც არაერთხელ არის შემჩნეული პასუხისმგებლობის არაჯეროვნად შესრულებაში. ეს ახალი არ არის "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის. ჩვენ ეს ფაქტი გვაფიქრებინებს იმას, რომ ამ კომპანიის უკან დგას ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც არიან "ქართული ოცნების" დამფინანსებლები და შემომწირველები და სწორედ ამიტომ სარგებლობენ პრივილიგებიეთ, - ამბობს ადგილობრივი ოპოზიცია.  

ცნობილია, რომ შპს "მაგოილმა" შსს-ს მომსახურების სააგენტოს ტენდერით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა, რის გამოც შესყიდვების სააგენტომ აღნიშნული კომპანი შავ სიაში შეიყვანა.

კომპანიის ხელმძღვანელი კი "პირველებთან" ირწმუნება, რომ შავ სიაში უკანონოდ შეიყვანეს და სიმართლის დამტკიცებას სასამართლო გზით შეეცდება. 

გორის მერიაში კი ამტკიცებენ, რომ მაშინ, როდესაც "მაგოილთან" ხელშეკრულება გაფორმდა, ის შავ სიაში არ ყოფილა, თუმცა დოკუმენტები საწინააღმდეგოზე მეტყველებს.

მსგავსი სიახლეები