"ეკოტერორისტი" - ტყეების შემოღობვის შემდეგ გარემოსდამცველები ივანიშვილს ეკოდამნაშავედ აცხადებენ
ტყეების ბადეებით გადახურვის და შემოსაზღვრის შემდეგ გარემოს დამცველები ბიძინა ივანიშვილს ეკოდამნაშავეს უწოდებენ. სპეციალისტები ოლიგარქს მოუწოდებენ, ბუნებით თამაში შეწყვიტოს.
ეკოლოგები კი იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომლის წინაშეც შესაძლოა, იმერეთის ბუნება დადგეს. მათი თქმით, გრძელვადიან პირობებში იმერეთის რეგიონისთვის არადამახასიათებელი ფრინველების უცხო სახეობების შემოყვანამ შესაძლოა, ეკოკატარსტოფამდე მიგვიყვანოს.
ეკოლოგი და "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ თვითგამოცხადებული მონარქი ყველაფრის მიტაცებას და მისაკუთრებას ცდილობს.
ბიძინა ივანიშვილს არა მარტო ძალაუფლება აქვს ქვეყანაში მიტაცებული,არამედ ქვეყნის ტერიტორიების, მიწების, წყლების პირდაპირ მიტაცებასა და გადაფორმებაზეა გადასული. ამაასტან, მას რაღაც პათოლოგიური გადახრები აქვს, იმიტომ, რომ ტყე დააპატიმრა. ეს არის, ბუნებრივია, უხეში ჩარევა, როგორც კონსტრუქციების ცაგდმის კუთხით, ასევე მთლიანად ტყის იზოლაციის კუთხით დანარჩენი გარემოსგან. ასევე, უცხო სახეობების შემოყვანის თვალსაზრისით და ამ ყველაფრის დასკვნა არის ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ თვითგამოცხადებული მონარქის პირობებში, რომელიც ცდილობს მთელი ქვეყანა საკუთარ გემოზე მოირგოს, მოიტაცოს და დააპატიმროს როგორც ამ შემთხვევაში არის საჩხერის ტყე, - ამბლობს ლაშა ჩხარტიშვილი.
"ნოდარ მელაძის შაბათში" გასული სკანდალური სიუჟეტის შემდეგ მოქალაქეთა ნაწილი მიწების იჯარით გაცემაზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვს.
საქართველოს მთავრობამ კორბოულისა და ბევერეთის სატყეო უბნები ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს 49 წლით გადასცა. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ოლიგარქის ოჯახმა ტყე 25 მეტრის სიმაღლეზე შემოღება და შავი კაპრონის ბადეებით გადახურა.
"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კორბოულისა და ბევერეთის ტყის მიმდებარედ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეაკატერინა ხვედელიძის კომპანიამ, შპს "აგრო ქართუმ" გარეული ფრინველების ფერმა ააშენა.
ფერმაში ინკუბატორში გამოჩეკილ ათასობით გნოლს, კაკაბს და ხოხობს გაზრდიან. ირკვევა, რომ ფრინველების სიმრავლეს ფერმა ვეღარ იტევდა, ამიტომ ტყე გალიად გადაკეთდა და ფირნველებიც იქ უნდა გადაიყვანონ.