ვინ გახდება ომბუდსმენი - მმართველი ძალა კონსულტაციებს იწყებს

07.11.22 11:59
ვინ გახდება  ომბუდსმენი - მმართველი ძალა  კონსულტაციებს იწყებს

ვინ იქნება ომბუდსმენი - მმართველი ძალა  გუნდში კონსულტაციებს იწყებს.  სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" მისთვის მისაღებ და მორჩილ ომბუდსმენობის კანდიდატს ეძებს. ამის მიუხედავად,  სახელიუფლებო გუნდი  ამტკიცებს, რომ მათთვის მთავარ კრიტერიუმს პოლიტიკური მიკერძოებულობა წარმოადგენს. 

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ფავორიტს იქამდე არ დაასახელებენ, ვიდრე ოპოზიცია საკუთარ არჩევანს არ გაასაჯაროვებს. 

 უკვე ცნობილია ისიც , რომ ჯანეზაშვილი - აბაშიძე- ბურჯანაძის სამეული ,,ოცნების" დეპუტატების ხმებს ვერ მიიღებს. 

გაურკვეველია ოპოზიციის დამოკიდებულება კანდიდატებთან დაკავშირებით, ვინაიდან ერთი ნაწილი ორ კანდიდატს უჭერს მხარს, მეორე ნაწილი სამ კანდიდატს უჭერს მხარს, მესამე ჯგუფმა კი, საერთოდ, ყველა კანდიდატი დაასახელა. იმედია, გამოიკვეთება საპარლამენტო ოპოზიციაში  თუ რომელ კანდიდატს აქვს ყველაზე მეტი მანდატი და ვის სჭირდება უკვე და ვის შეიძლება უმრავლესობამ დაუჭიროს მხარი. ისეთი კანდიდატურა უნდა იყოს, რომელიც, პირველ რიგში,  იქნება მისაღების აზოგადოებისთვის, - თქვა არჩილ თალაკვაძემ. 

ომბუდსმენის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით საპარლამენტო პარტიებს შორის კონსულტაცები  მიმდინარე კვირაში გაიმართება.