უკრაინაში დაღუპული ქართველო მებრძოლი, ლევან სახელაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

07.11.22 10:03
უკრაინაში დაღუპული ქართველო მებრძოლი, ლევან სახელაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული  ქართველი მებრძოლი გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს. ლევან სახელაშვილის ცხედარს აეროპორტში  ოჯახის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ.

რუსულ აგრესიას შეწირული ჯარისკაცი 38 წლის იყო. ის მიკოლევის ოლქში საარტილერიო შეტევის დროს დაიღუპა. ლევან სახელაშვილი გამოცდილი სამხედრო იყო, ის 2012 წლამდე თავდაცვის ძალებში მსახურობდა.