უბედური შემთხვევა ლაითურში-ციხის მშენებლობაზე 42 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

26.04.21 19:36
უბედური შემთხვევა ლაითურში-ციხის მშენებლობაზე 42 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, სადაც იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ციხის მშენებლობა მიმდინარეობს, 42 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. "პირველების" ინფორმაციით, მამაკაცს სამშენებელო მოედანზე სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.  დაშავებული მუშა ადგილზევე გარდაიცვალა.
ლაითურში ციხის მშენებლობას კომპანია ,,ანაგი" აწარმოებს.  ,,ანაგის" პროექტების მენეჯერი ტვ პირველთან  ამბობს,  რომ ტრაგედიის დეტალებზე გამოძიების დასრულებამდე ვერ ისაუბრებს:

მოხდა უბედური შემთხვევა და დეტალებს გამოძიება დაადგენს. მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება საუბარი, " - თქვა ,,ანაგის" მენეჯერმა,  კახა გოგავამ.
 

კახა გოგავას თქმით, ავტომობილი, რომელიც მუშას სამუშაოს  შესრულების დროს დაეჯახა, კომპანიას ეკუთვნოდა და არა იუსტიციის სამინისტროს, რომლის თანამშრომლები ციხეს იცავენ. 

მსგავსი სიახლეები