მუჟალსა და ჟაბეში მეწყერი ჩამოწვა - 8 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

26.04.21 22:08
მუჟალსა და ჟაბეში მეწყერი ჩამოწვა - 8 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მესტიის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა. "ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, სოფლებში, მუჟალი და ჟაბე, მეწყერი ჩამოწვა და 8 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
სტიქიამ დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის შიდა სასოფლო გზები და ნაპირდამცავი გაბიონები.  ზიანი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებსა და სავარგულებსაც  მიადგა.