"დაკავებისას წამაქციეს, წინდა გამხადეს და მასში ვაზნები ჩამიდეს" - ცნობილი ხდება კიდევ ერთი დაკავებულის შესახებ

12.11.22 13:13
"დაკავებისას წამაქციეს, წინდა გამხადეს და მასში ვაზნები ჩამიდეს" - ცნობილი ხდება კიდევ ერთი დაკავებულის შესახებ

ირანული ენის თარჯიმანის გარდა, დღეს ცნობილი გახდა კიდევ ერთი დაკავებულის შესახებაც. 

უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც, გამოძიების ვერსიით ბრალდებულმა თარჯიმანმა ბოლოს დაურეკა და საბრძოლო მასალა მიჰყიდა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ სამართალდამცველებმა დაკავებისას მას ვაზნები წინდაში ჩაუდეს. საუბარია 16 ცალ ვაზნაზე.

„რომ წამაქციეს ნასკები გამხადეს, მატრასი აწიეს, ნასკიდან ვაზნები ამოიღეს, რომელიც ჩემი არ არის. ერთი ცალი ნასკი მაცვია და მეორეში ჩამიდეს ვაზნები“.- განაცხადა დაკავებულმა სასამართლო სხდომაზე.

სასამართლომ აღნიშნული პირიც პატიმრობაში დატოვა.

ორივე დაკავებულის ადვოკატები დავის გაგრძელებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ირანული ენის თარჯიმანსა და მეორე, უცხო ქვეყნის მოქალაქესაც 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.