მუხიანში მშენებლობაზე მუშა მიწაში მოჰყვა - კაცი კლინიკაშია გადაყვანილი

13.11.22 13:06
მუხიანში მშენებლობაზე მუშა მიწაში მოჰყვა - კაცი კლინიკაშია გადაყვანილი

მუხიანში, მშენებლობაზე მუშა მიწაში მოჰყვა. კაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ფეხები აქვს დაზიანებული. მუშებს წყლის მილები გაჰყავდათ, რა დროსაც, მოულოდნელად მიწა ჩაიშალა. 

სამაშველო სასმახური მამაკაცის დახმარებას რამდენიმე საათი უშედეგოდ ცდილობდა, თუმცა 4 საათიანი ოპერაციის შემდეგ მისი ამოყვანა მაინც მოახერხდა.

გაჰყავდათ საკანალიზაციო მილი და რომ ამოჭრეს, მიწა ჩამოიშალა და მოყვა შიგნით, - ამბობს თითმხილველი. 

დაირღვა თუ არა სამშენებლო ნორმები და რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. 

მსგავსი სიახლეები