რომელი პროექტი განახორციელა მერიამ, რომელიც საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის? - კალაძე
კალაძე ირწმუნება, რომ დედაქალაქის მერია თბილისში ისეთ პროეტს არ განახორციელებს, რომელიც თბილისელებისთვის საფრთხის შემცველი იქნება. ამის შესახებ მან "ანტიკორუფციულ მოძრაობასთან" დაპირისპირების დროს განაცხადა, რომელმაც მერი ავლაბრის მეტროსთან საფრთხის შემცველი მშენებელობის ნებართვის გაცემის გამო გააკრიტიკა.
დედაქალაქის მერი დაინტერესდა, რომელი პროექტი განახორციელა ისეთი, რომელიც მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა.
ზედაპირულად საუბრობთ, მეტროს გვირაბს იმ კონკრეტულ მონაკვეთთან საერთოდ კავშირი არ აქვს. არანაირი საფრთხის შემცველი არ არის. თუ რაიმე პრობლემა იქნება, კვლევები აჩვენებს, რომ რაიმე პრობლემაა ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პროექტი არ განხორციელდება.
ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს ნებართვა გაცემულია თქვენი ხელისუფლების პირობებში. ჩემზე მეტად რომ შეგტკიუვა გული ამ ქალაქზე, მაგას ვერ დავიჯერებ. იმხელა პასუხიმსგებლობა მაქვს აღებული ამ ქალაქის და ხალხის წინაშე, მერწმუნე, კახა კალაძე თავის გუნდთან ერთად, საფრთხის შემცველ პროექტს არ განახორციელებს. რომელი პროექტი ყოფილა, დედაქალაქის მერიას განეხორციელებინოს, რომელიც საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის, - თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძის მიერ ვაკის პარკის შადრევნის საზეიმოდ გახსნიდან მეორე დღეს მკვლელ შადრევანს 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე შეეწირა.