"პირველების" ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ ქედის ავტოტრანსპორტის დირექტორის წინააღმდეგ საქმე აღიძრა
ქედის ავტოტრანსპორტის დირექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პროკურატურა გიორგი ბარამიძის საქმიამობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ,,ტვ პირველმა" მისი "ჩვენება" გაავრცელა.
საჯარო აღიარებაში ბარამიძემ დაადასტურა, რომ საბიუჯეტო სახსრებიდან ხელფასს თვეში რამდენიმეჯერ ირიცხავდა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ 182- ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარებს, რაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებას, ან გაფლანგვას გულისხმობს.
გიორგი ბარამიძე ქედის საკრებულოს თავმჯდომარის სიძეა.