ვინ იქნება ომბუდსმენი - "ოცნება" და ოპოზიცია კონსულტაციებს აანონსებს

15.11.22 12:29
ვინ იქნება ომბუდსმენი - "ოცნება" და ოპოზიცია კონსულტაციებს აანონსებს

დაიწყება თუ არა სახლხო დამცველის არჩვისთვის პარლამენტში  კონსულტაციები - ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრა დაანონებულია, თუმცა ჯერ ჩანიშნული არ არის. გაურკვეველია ისიც, მოახერხებენ თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია საერთო კანიდატზე შეთანხმებას, რადგან ომბუდსმენის არჩევისთვის 90 ხმაა საჭირო, ამ ხმების  რაოდენობა კი არც ხელისუფლებას და არც ოპოზიცას არ აქვს.

საკითხზე რამდენიმე წუთში კომენტარს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გააკეთებს, რის შემდეგაც მეტი დეტალი გახდება ცნობილი. 

იმის მიუხედავად, რომ საკომიტეტო მოსმენები უკვე დასრულებულია, ფავოროტის დასახელებისგან მაინც თავს იკავებს. ოპოზიცია კი ამბობს, რომ მხარს იმ სამ კანდიდატს დაუჭერს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცეიბმა წარადგინეს. ამასთან, ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, მმართველმა გუნდმა პროცესი საერთოდ ჩააგდოს, რადგან "ოცნებას" დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევის სურვილი არ აქვს. 

ოპოზიცის ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღოს და მხარი არცერთ კანდიდატს დაუჭიროს.

მოლოდინი „ოცნებისგან“ რომ სახელმწიფო ინტერესის სასარგებლოდ გააკეთებენ კომპრომისს და დათომბენ პარტიულ ინტერესს, ასეთი მოლოდინი „ოცნებისგან“, სამწუხაროდ, ბევრი გამოცდილებიდან გამომდინარე ვერ გვექნება, თუმცა, რა ტქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პუნქტი შესრულებულად ჩაითვალოს. მიზეზი არის ის, რომ ეს კანდიდატი იყოს „ოცნებისთვის“ კომფორტული და „ოცნებისთვის“ სასარგებლო და მართვადი, კონტროლირებადი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, ერთი და თუა სეთი კანდიდატის არჩევას ვერ შეძლებს, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ  მზად იყოს, მათ შორის, ცასაგდებად, - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი. 

სახალხო დამცველის არჩევის პროცესშ კენჭისყრა ღია იქნება და ცნობილი იქნება, რომელმა პოლიტიკურმა სუბიექტმა რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი. ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 7 ნომებერს ეწურება და საქართველოს პარლამენტს ახალი სახალხო დამცველის ასარჩევად 3 კვირა რჩება. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი ომბუდსმენს ვერ აარჩევს, ლომჯარიას  მოვალეობას მისი მოადგილე შეასრულებს, თუმცა ეს იმის დასტური იქნება, რომ ქვეყანამ ევრომისიის ეს პუნქტი ვერ შეასრულა.