ბიზნესმენის შეკვეთილი მკვლელობის საქმე - ვინ არის სავარაუდო ქილერი? (ახალი დეტალები)

15.11.22 13:28
ბიზნესმენის შეკვეთილი მკვლელობის საქმე - ვინ არის სავარაუდო ქილერი? (ახალი დეტალები)

ისრაელის მოქალაქის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა თბილისში - "პირველების" ინფორმაციით, სავარაუდო ქილერი, 37 წლის პაკისტანის მოქალაქეა. 

საქმის მასალების მიხედვით, თბილისში, ახალგაზრდა კაცი კონსპირაციულ ბინაში ცხოვრობდა და ქალაიქის მასშტაბით შეირაღებული გადაადგილდებოდა. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ დაკავებულს ისრაელის ისრაელის მოქალაქის, ბიზნემენის მკვლელობა ჰქონდა შეკვეთილი.

"პირველების" ინფორმაციით, პაკისტანის მოქალაქე წარდგენილ ბრალს აღიარებს. 

საქმეზე, სავარაუდო ქილერთან ერთად, დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.

გამოძიება მათ თანამზრახველობას ედავება. "პირველების" ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული, თბილისში, 5 დღის წინ, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული თარჯიმანია. 

ლილუაშვილის უწყების მტკიცებით, პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებმა, სავარაუდო ქილერს საბრძოლო მასალა და იარაღები გადასცეს.

ამ დროსითვის, საქმეზე დაკავებული ორი პირი დუმილის უფლებას იყენებს. მათი ადვოკატები კი "პირველებს" ეუბნებიან, რომ საქმეში არ არსებობს გარემოებები, რომლებიც დაადასტურებს, რომ   ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები პაკისტანის მოქალაქეს ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზებაში ეხმარებოდნენ.  

მათივე თქმით, გამოძიება მხოლოდ პაკისტანის მოქალაქის ჩვენებას წყრდნობა, რომლის საფუძველზეც აიყვანეს თარჯიმანი და კიდევ ერთი პირი.

დაკავებულთა ადვოკატების მტკიცებით, სავარაუდო ქილერი, აღიარებით ჩვენებაში 37 წლის კაცი ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. 

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს არანაირი კავშირი არ აქვს, ვიღაც უცხოელი ბიზნესმენის მკვლელობის მომზადებასთან. საქმის მასალებით, რომელიც წარმოდგენილია საქმეში ეს არ იკვეთება. იქ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ადამიანის ჩევენბა, რომელიც ამ ფაქტებზე და გარემოებზე საუბრბს. რაც შეეხება იარაღებს არაანირი იარარი მათ არ მიუწოდებათ იმ პირისთვის, ვინც ვითომდა გეგმავდა უცხოელი ბიზნესმენის ლიკვიდაციას. მსგავსი მტკიცებულეები საქმეში არ არის წარმოდგენილი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, არცერთი არ აღიარებს მათ მიერ წარდგენილ ბრალდებას.

იმ ადამიანმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამოიცნო ფოტო სურათით და მოხდა ფოტო სურათით ამოცნობა, სავარაუდოდ ეს ფოტო სურათით ამოცნობაც არ არის სარწმუნო მტკიცებულება“  - უთხრა "პირველებს" მურად ღურწკაიამ. 

სავარაუდო ქილერთან კავშირის გამო დაკავებული პირის კიდევ ერთი ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ინფორმაცია არ ჰქონდა იგეგმებოდა თუ არა ვინმეს მკვლელობა.  

მას (პაკისტანის მოქალაქეს) აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული, თუმცა  პირდაპირ არ ადებს ხელს და არც ადასტურებს, რომ კავშირი ქონდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან. ის ადასტურებს თავის ჩვენებაში, რომ მას ნამდვილად დაგემილი ჰქონდა საქართველოში მყოფი ისრაელის მოქალაქე ბიზნემის მკვლელობა.

ჩამი დაცვის ქვეშ მყოფი კატეგირულად უარყოფს პაკისტანელთან ურთიერთობას, კავშირს და მან ეს ინფორმაცია საერთოდ არც იოცდა იგეგმებოდა თუ არა რაიმე დანაშაული“ - აცხადებს ადვოკატი, ნონა აბულაძე.