20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმე - მცხეთის სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

15.11.22 14:10
20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმე - მცხეთის სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღეს გაირკვევა გადაეცემა თუ არა აღნიშნული საქმე არსებით განხილვას.

ბრალდებულების ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რომ მათი დაცვვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გაგრძელდეს. 

დღევანდელ სხდომას ესწრებიან თავდ დავით ჯიჯეიშვილი, გიორგი ხორავა და გიორგი კუჭავა. ის ადამიანები, რომლებიც წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. 

გიორგი კუჭავას ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯგუფურად ხულოგნობას ედავებიან და ფოტოსურათი ნამდვილად არ არის იმის მტკიცებულება, რომ კუჭავამ ხულიგნობა ჩაიდინა, მით უმეტეს ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით.

ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა, სადაც მირიან კუკავა დანით სასიკვდილოდ დაჭრეს. საქმეზე დააკავეს 8 პირი. ნაწილს გამოძიება ხულიგნობას, ნაწილს კი დანაშაულის დაფარვას ედავება. მკვლელობის ბრალდება კი დავით ჯიჯეიშვილს წარუდგინეს.