"ქართული ოცნება“ ერთადერთი ფრაქციაა, რომლის გარეშეც პარლამენტი ომბუდსმენს ვერ აირჩევს - პაპუაშვილი

15.11.22 15:53
"ქართული ოცნება“  ერთადერთი ფრაქციაა, რომლის გარეშეც  პარლამენტი ომბუდსმენს ვერ აირჩევს - პაპუაშვილი

"ქართული ოცნება" უკან დახევას არ აპირებს. მმართველი გუნდი პირდაპირ ამბობს, რომ თუ ოპოზიცია მხარს  მათთვის სასაურველ ომბუდსმენობის კანდიდატს არ დაუჭერს,  ახალ ომბუდსმენს პარლამენტი ვერ აირჩევს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ერთადერთი ფრაქციაა, რომლის გარეშეც სახალხო დამცველის არჩევა ვერ მოხდება. 

მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს თანაბრად მისაღები კანდიდატი. ცალე ვერცერთი ფრაქცია ვერ აირჩევს სახალხო დამცველს, მაგრამ ამავე დროს, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ფრაქცია, რომლის გარეშეც ვერ აირჩევს პარლამენტი ომბუდსმენს. ანუ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ეს იქნება ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ დაყოლიების პროცესი, როდესაც თითქოს ოპოზიციას უნდა ჰყავდეს თავისი კანდიდატი და „ქართული ოცნება“ აიძლოს, რომ ამ კანდიდატს დაეთანხმოს, - თქვა პაპუაშვილმა. 

შედგება თუ არა შეთანხმება ხლეისუფლებას და ოპოზიციას შორის საერთო კანიდატზე ისევ გაურკვეველია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პოლიტიკური ჯგუფები კონსულტაციებს აპირებენ, ტუმცა როდის გაიმართება შეხვედრა, ისევ გაურკვეველია.