,,მაჩუქეს გზაში რომ არ დავრჩე" - ხაშურის ეპისკოპოსი 120 ათას დოლარიან Land Cruiser 300-ს ფუფუნების საგნად არ მიიჩნევს
120 000 დოლარიანი Land Cruiser 300 მაღალი იერარქიის სასულიერო პირისთვის - სურამის და ხაშურის ეპისკოპოსი, სვიმეონ ცაკაშვილი, ამტკიცებს, რომ ძვირადღირებული ავტომობილი მრევლმა აჩუქა.
ვიღაცისთვის ფუფუნების საგანია, ჩემთვის არ არის, 250 ათასიანია, თუ რაც არის... წირვაზე მივდიოდი, გზაში დავრჩი, დღესასწაული იყო, გზაში დავრჩი, არა აქვს ამას მნიშვნელობა, მრევლმა გადაწყვიტა, არაერთმა, რომ ეს ამ დიდი საქმისთვის - "ბანასთვის", რომ ამხელა, ქართულ საქმეს ვემსახურები, ამ ქართული საქმისთვის მოეყვანათ ეს, რომ აღარც გზაში დავრჩეთ და ამხელა საქმეს ნორმალურად ვემსახურო.
ეს არის მთავარი პრინციპი. მრევლი გაერთიანდა, გააკეთეს ეს "ბანასთვის" შემოწირულობა - აცხადებს მეუფე სვიმეონი.
მეუფე სვიმეონის მსგავსად ანალოგიური ჯიპი ჰყავს მარნეულის ეპისკოპოსს, გიორგი ჯამდელიანს.
მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ახალი ჯიპების შესახებ ინფორმაცია უცხოეთში მოღვაწე დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ, გაავრცელა.