კახი კავსაძე გარდაიცვალა
მსახიობი კახი კავსაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია "პირველებს" პირველი საუნივერსიტეტო კლინიკი დაუდასტურეს.
კახი კავსაძის გარდაცვალების ფაქტსს ადასტურებენ რუსთაველის თეატრში.
რუსთაველის ეროვნული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, გენიალური ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს"- წერის განცხადებაში.
მსახიობს COVID-19 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდასტურდა. ის ბოლო 2 თვის განმავლობაში კლინიკაში გართულებული მდგომარეობით, მართვით სუნთქვაზე იყო მიერთებული.
კახი კავსაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრემია – იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მიღებული აქვს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“. 2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის სახელობის ვარსკვლავი.