პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულდა

27.04.21 13:33
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულდა

საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია დასრულებულია. პარლამენტის უკანა შესასვლელი 20 ივნისის დაზარალებულებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ცოტა ხნის წინ დატოვეს. მათ ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგან მიიღეს პირობა, რომ  ის ადამიანები, რომლებმაც მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბიეს და დააზარალეს, პასუხისმგებლობისგან ვერ გათავისუფლდებიან. 

აქციის მონაწილეები  პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის დაინიცირებას აპროტესტებდნენ. მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები, რომელზეც 20 ივნისის სისხლიანი ღამის  კადრები იყო ასახული. 
 

მსგავსი სიახლეები